პირადი მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი ალიანსი თბილისი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: პირადი მძღოლი
კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის სამუშაო პოზიციაზე  . ვეძებთ მონდომებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • ხელმძღვანელის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ტრანსპორტირება;
  • პერიოდულად ქალაქიდან გასვლა რამოდენიმე დღით;
  • ავტომობილის თავდაპირველი იერსახის შენარჩუნება და სერვისის შემოწმება საჭიროებისამებრ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-5 წლამდე გამოცდილება;
  • სასურველია ავტომობილის ტექნიკური  მახასიათებლების ცოდნა.

შეთავაზებაში შედის:
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი ;
  • მზარდი ანაზღაურება;
  • კვება.

კანდიდატები, რომლებიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე l.gochashvili@alliancegroup.ge 2024 წლის 30 ივლისამდე  და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. სამუშაოს ლოკაცია: თბილისი, კაკლების დასახლება