კონტენტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პრაგმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კონტენტ მენეჯერი
პრაგმა - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. 
ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოურთდე ჩვენს მზარდ გუნდს!  
 
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.pragma.ge

პრაგმა  აცხადებს  ვაკანსიას  კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე. 
პოზიცია ექვემდებარება: მარკეტინგის მენეჯერს 
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A 
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 2 
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 27/06/2024 
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:   კომპანიის კონტენტის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება 

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ციფრული არხებისა და საპრომოციო მარკეტინგული მასალებისთვის კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;  
  • კონტენტის კონცეფციის დამუშავება, მიმართულებების ჩამოყალიბება-პრიორიტეტიზაცია;  
  • კონტენტ კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაცია; 
  • კომერციულ გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის მომზადება; ბიუჯეტირება; 
  • კონტენტის შექმნა შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან ერთად (დიზაინერი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი);  
  • სოციალური და ციფრული მედია არხების ფორმატების, სტანდარტებისა და ტრენდების გათვალისწინებით ბრენდის/კომპანიის ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა;  
  • ახალი კამპანიის დაგეგმვასთან, კონტენტ სტრატეგიასთან, ვიზუალურ იდენტობასთან თუ ფროდაქშენთან დაკავშირებული შიდა პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;  
  • ინდუსტრიის ტენდენციების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში კონტენტის სტრატეგიის შესაბამისი ცვლილება;  
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება  მარკეტინგის მენეჯერისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან მედია-კომუნიკაციის სფეროში); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მათ შორის B2B მიმართულებით); 
  • ციფრული მარკეტინგის ცოდნა; 
  • მარკეტინგისა და სოციალური მედიის პრინციპების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი

სოციალური პაკეტი:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
  • ლანჩით უზრუნველყოფა
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
  • კორპორაციული ნომერი
  • პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად 

საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.