ოფისის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი მოდუსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: რუსული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი

კომპანია ,,მოდუსიქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსისამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

 

ჰიპერმარკეტების ქსელიმოდუსი აცხადებს ოფისის მენეჯერის  პოზიციაზე ვაკანსიას ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ტექნიკური და სამეურნეო საკითხების მოგვარება.
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
  • ოფისისთვის საკანცელარიო, სამეურნეო ინვენტარის  შეკვეთის გაკეთების ადმინისტრირება.
  • საფოსტო გზავნილების მიღება და შესაბამის დეპარტამენტში დანაწილება.
  • სტუმრებისთვის  დახვედრა/მიღება, შეხვედრების დაორგანიზება, სასტუმროს დაჯავშნა, მივლინების დროს სასტუმროს მოძიება და ადმინისტრირება.
  • სხვა ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვა და მათი გადაჭრა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge


გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.