მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Calzedonia Tezenis Intimissimi
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
მაღაზიათა ქსელი CALZEDONIA / TEZENIS  / INTIMISSIMI აცხადებს ვაკანსიას  მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის  კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • არსებული პროდუქციის  განთავსება დარბაზში  კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

დამატებითი უნარები
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ორი დასვენების დღით.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე  ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancytevri@gmail.com რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.