დაცვა/უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი ლუტეცია
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა
"ლუტეცია“ პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ჩვენთან  პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყუბილი პერსონალი. 
კომპანიის ვებგვერდია:www.lutecia.ge
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, „ლუტეცია“  დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. იგი პირველად პარფიუმერულ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა.  
 
მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია’’ აცხადებს ვაკანსიას დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე:  
სამუშაო ადგილი: თბილისსა და ბათუმში  
სქესი: ქალი, მამაკაცი  
სამუშაო გრაფიკი:  ცვლებში  (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა)  
ანაზღაურება:  ფიქსირებული  (+ბონუსი)  
 
ფუნქცია - მოვალეობები  
  • მაღაზიის  ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოების კონტროლი; 
  • თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ;  
  • კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების მართვა ;  
  • პროდუქციის უსაფრთხოების  კონტროლი; 

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;  
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;  
 
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე   vacancy@lutecia.ge  და "subject"-ში მიუთითოთ ,,უსაფრთხოების თანამშრომელი’’ დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებებს!