თანამშრომელთა შერჩევისა და განვითარების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  თანამშრომელთა შერჩევისა და განვითარების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი
სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00- 19:00
გაგვიცანი: www.zoommer.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ტალანტების მოძიების შესაბამისი მეთოდების განსაზღვრა;
  • ტალანტების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა;
  • სტაჟირების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესში ჩართულობა;
  • თანამშრომელთა განვითარებასა და კმაყოფილებაზე მუდმივი მუშაობა, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა;
  • შერჩევის პროცესის ანალიტიკისა და რეპორტინგის წარმოება;
  • დეპარტამენტში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
  • აუცილებელია რითეილში შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
  • განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;
  • სხადასხვა კორპორატიულ აქტივობებს;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,თანამშრომელთა შერჩევისა და განვითარების სპეციალისტი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!