მიმღები რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მედ-დიაგნოსტიკა
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
გენეტიკური და მემკვიდრული დაავადებების კვლევის და დიაგნოსტიკის სამეცნიერო ცენტრი „მედ დიაგნოსტიკა“ 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. „მედ დიაგნოსტიკა“ პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მოსახურებას. 

„მედ დიაგნოსტიკა“ აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის  პოზიციაზე: 
სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის ქუჩა N5ა 
სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 დღე (დღეგამოშვებით)

ანაზღაურება 800 ლარი

ფუნქცია მოვალეობები: 
  • ლაბორატორიაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით; 
  • პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა 
  • პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, გადამოწმება  და რეგისტრაცია 
  • პაციენტების ინფორმირება  სამედიცინო  მომსახურების და  ღირებულების შესახებ; 
  • სალარო აპარატის  ჩეკის  გაცემა,  მომსახურების  საფასურის  გადახდის  ქვითრის  შესაბამისად; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია შემდეგი მიმართულებით: მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია) 
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 

პიროვნული თვისებები: 
  • ორგანიზებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • კომუნიკაბელური; 

შერჩევის ეტაპები: 
  • რეზიუმეს გადარჩევა 
  • ინდივიდუალური გასაუბრება 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან  ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.