მძღოლ ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ ექსპედიტორის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. www.bms.ge

ძირითადი პასუხისმგებლობა:
  • შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუიქციით მომარაგება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
  • მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გრიგოლ ხანთძელის N2.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა + ბონუსი.
სამუშაო განრიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი 09:00 – 18:30სთ. დასვენება კვირაში ორი დღე, კვირა-ორშაბათი.

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
თხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: +995 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“