საწყობის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი გამა-გ
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
ჰიგიენური საშუალებების საწარმო „გამა-გ“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
 
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამ(ებ)ის ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები: 
  • აუდიტორული კომპანიის მეთვალყურეობის ქვეშ:
  • სასაწყობო ოყერაციების სრული კონტროლი (შეკვეთების მიღება და მათი მომხმარებლებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა);
  • სამეურნეო ოპერაციების  საბუღალტრო/სასაწყობო პროგრამაში; 
  • პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების) შედგენა/გამოწერა.
  • დებიტორ-კრედიტორებთან განხორციელებული ანგარიშსწორების მუდმივი მონიტორინგი და საანგარიშო პერიოდების ბოლოს არსებული ნაშთების კონტროლი.
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და მარაგების ნაშთების კონტროლი.
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • დიდი ზომის კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის და პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს; 
  • საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების კუთხით უფასო ტრეინინგებს.
 
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: 
  • ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი;
  • სამუშაოს ტიპი: სრული; 
  • სამუშაო ანაზღაურება: 1500 ლარი (net, გადასახადების გარეშე); 
  • გამოსაცდელი ვადა:  2 თვე; 
  • სამუშაო საათები: 09:00 – 17:00, ორშაბათი-პარასკევი, შაბათი 10:00 – 16:00  (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის და დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ); 
  • სამუშაო: რუსთავის გზატკეცილი N22.

შერჩევის პროცედურა: 
  • 1ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; 
  • 2ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; 
  • 3ეტაპი: ფინალური გასაუბრება.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@yahoo.com კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: +995 599 697 101  

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: 
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კომპანიის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.