ავტოტექნიკის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.  
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. 
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. 
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! 
 
ვაკანსია: ავტოტექნიკის  სპეციალისტი 
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)   
ანაზრაურება: ფიქსირებულს + ბონუსი 
 
 
  • ჩვენ გთვაზობთ: 
      კონკურენტულ საბონუსე სისტემას; 
    • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; 
    • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
    • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით; 
    • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); 
    • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; 
    • 24 + 4 საშვებულებო დღეს; 
    • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. 
     
    ძირითადი ფუნცია-მოვალეობები:    
    • ფუნქციონალების შესაბამისი პუბლიკაციების მოძიების, დამუშავების და გამოქვეყნების პროცესის მართვა;  
    • გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული მოთხოვნების შესწავლა, დამუშავება და კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად საოპერაციო დეპარტამენტისთვის შესაბამისი მასალის გადაგზავნის პროცესის მონიტორინგი;  
    • ბაზრის კვლევისა და ტენდერებთან დაკავშირებული  პროცესის მართვა, შესაბამისი მოთხოვნების დამუშავების მონიტორინგი; 
    • საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტების შესახებ სატრენინგო მასალების მომზადებისა და ტრენინგების ჩატარების ინიცირება; 
    • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 
     
    საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
    • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
    • საოფისე პროგრამების  ცოდნა (MS Office). 
    • სასურველია პროგრამა ბალანსთან/1C მუშაობის გამოცდილება.   
     
    საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
    • გუნდური მუშაობის უნარი; 
    • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
    • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
    • პუნქტუალურობა.  
     
    კონკურსის ეტაპები: 
    • შესარჩევი სიის მომზადება; 
    • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტთან; 
    • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან. 
     
    გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ,, ავტოტექნიკის სპეციალისტი“ 
     
    თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
    დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
    გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!