ბარისტა

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა
ჯორჯიან ფიტნეს გრუპი, რომელმაც 2017 წლის ნოემბერში საერთაშორისო ბრენდის World Class-ს  პირველი ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ბარისტას  პოზიციაზე.
World Class არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 85 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

ფუნქცია/ მოვალეობები:
  • სასმელების (ჩაი, ყავა, წვენი და ა.შ.) მომზადება;
  • შეკვეთის მიღება და დროულად მომზადება;
  • მომხმარებლის მომსახურება; 
  • გაყიდვის პროგრამაში გატარება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • თავაზიანობა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის სურვილი.

სამუშაო განრიგი: ცვლები. 
თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე agogua@worldclass.ge არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

 CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ  „ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3  წლის განმავლობაში.