უფროსი ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ვაკო მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
შპს "ვაკო მოტორსი"  გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი უფროსი ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.
ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“;
  • ფიტენს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
  • გაყიდვებისა და შესყიდვების პირველადი დოკუმენტების სისწორის მონიტორინგი (FINA-სა და RS.ge-ის შედარება);
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;
  • დებიტორების კონტროლი - ხელშეკრულების შემოწმება, მომხმარებლის ლიმიტის დადგენა და ლიმიტის შესაბამისად უნაღდო ანგარიშწორების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის განხრით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა სასურველია
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • ძლიერი კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

პირობები:
  • ანაზღაურება: 1200 ლარი net
  • სამუშაო დრო: 09:00-18:00 (კვირაში ორი დღე დასვენება)
  • სამუშაო ადგილი: ორხევი, თ.ჩანტლაძის #15  (ისთ ფოინთთან ახლოს)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერ - ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. 

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!