მონაცემთა დამუშავების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
„დრესაპ ჯგუფი“ 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და  სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში: 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება; 
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მომწოდებლებისგან მიღებული შესყიდვების ფაილების დამუშავება და სისტემაში ასახვა;
  • პროდუქციისთვის მახასიათებლების მონაცემთა ბაზაში ატვირთვა;
  • მონაცემთა ბაზაში ასახული პროდუქციის მახასიათებლების სისწორის მონიტორინგი; 
  • კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, პოზიციის შესაბამისი, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით; 
  • სასურველია ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „მონაცემთა დამუშავების სპეციალისტი“.  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას! 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.