დირექტორის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი გლობალური ტექნოლოგიები
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დირექტორის თანაშემწე იურიდიული და საქმისწარმოების მიმართულებით, თბილისში. 

კომპანია „გლობალური ტექნოლოგიები“, დაფუძნებულია 2001 წელს. კომპანია ახორციელებს უძრავი  ქონების დეველოპმენტს, მართვას და განვითარებას. კომპანიას დასრულებული აქვს რამოდენიმე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ამჟამად ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის - Town Square მშენებლობას თბილისში. კომპლექსი Town Square შედგება 3 კორპუსისგან. კომპლექსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ townsquare.ge


შპს "გლობალური ტექნოლოგიები" გთავაზობთ: 

სამუშაო გრაფიკი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ანაზღაურება - კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით: 
  • 1000-1500 ლარი ;
  • სოციალურ პაკეტი (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა);

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება);
  • ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საქმიანი მიმოწერის და დოკუმენტაციის შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია;
  • კომპანიებში შემოსული გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის კორექტირება და ვიზირება;
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;
  • ხელშეკრულების არქივიზაციის უზრუნველყოფა;
  • წარმომადგენლობა სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებში;
  • მიღებული დავალებების დროული შესრულება;
  • შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;

სხვა მოთხოვნები:

  • ყურადღებიანი და დეტალებში ორიენტირებული.
  • ორგანიზებულობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.
  • გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. 

უპირატესობა მიენიჭება იურიდიული საქმის წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.


 
გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელმისამართზე: 
globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: დირექტორის თანაშემწე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "გლობალური ტექნოლოგიებმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!