დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
მივლინება: არა ხელფასი: 1100
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო "Splendid Tbilisi"-ის კონცეფცია 2024 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ვიტალი დარასელიას 4 ნომერში, გაგარინის მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.
სასტუმროში განთავსებულია 27 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები.
ღია აუზი მეტი კომფორტისთვის ზაფხულლის ცხელ დღეებში, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და სატრენაღორო დარბაზი, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

"Splendid Tbilisi"
ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ცხადდება ვაკანსია დიასახლისის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი
ანაზღაურება: 1100 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს ნომრების დალაგება
  • სტანდარტების დაცვით ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა და შესაბამის ქიმიკატებთან მუშაობა;
  • სასტუმროს ნომრების შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მომზადება;
  • მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • შენობის სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • სამსახურის მიერ გაცემული მოვალეობის შესასრულებლად გაწერილი ინვენტარის მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე:  hotel@splendidtbilisi.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 598 87 73 73, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "Splendid Tbilisi" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!