დარბაზის მენეჯერი/ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას დარბაზის მენეჯერის/ ადმინისტრატორის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! 

ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი

მოვალეობები: 
  • უზრუნველყოს სავაჭრო დარბაზის შეუფერხებელი მუშაობა
  • ყურადღებას აქცევს და აკონტროლებს მომსახურე პერსონალის მხრიდან მომხმარებელთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების დაცვას;
  • აკონტროლებს საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანას, დარბაზში შესული პროდუქციის რაოდენობის სისწორეს, ვადებს
  • განიხილავს და ისმენს უკმაყოფილო მომხმარებელთა პრეტენზიებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს აღნიშნულ პრეტენზიათა აღმოფხვრისათვის;

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის  გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი. 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 591089633 ; +995 574115619
გისურვებთ წარმატებებს!