ბარმენი/მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო - იოტა
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1400 +ბონუსი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი, მიმტანი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, ბარმენისა და მიმტანის პოზიციებზე.  
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში. 

ბარმენი 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა 
  • „სასტუმრო იოტას“ დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება 
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის  
  • გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად 
  • სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება 
  • სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა 
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • აუცილებელია მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე 
  • თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა  
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა 
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. 
 
ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 
1400 ლარამდე ანაზღაურება) 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. 
 
მიმტანი 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა  
  • საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება 
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა 
  • სტუმრის ეფექტური მომსახურება “ სასტუმრო იოტას" სტანდარტების მიხედვით 
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა 
  • სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის 0-1 წლიანი გამოცდილება 
  • რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა 
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. 
 
ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 
1200 ლარამდე ანაზღაურება) 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა 
  • კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა 
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა 
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას 
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის 
  • თბილ და მეგობრულ გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვებით უზრუნველყოფას 
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას. 
 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10 
 
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com  წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ბარმენი" ან "მიმტანი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. 
 
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!