გრაფიკოს დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი სარეკლამო კომპანია FLEXMEDIA
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
სარეკლამო კომპანია „FLEXMEDIA“ 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ფართოფორმატიანი ბეჭდვა; პრომო მომსახურება; დიზაინი; პრომო აქსესუარების ბრენდირება; ციფრული და ობსეტური ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

სარეკლამო კომპანია “FLEXMEDIA’’ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის სარეკლამო პროდუქტების გრაფიკული დიზაინის შექმნა;
  • ბეჭდური და არაბეჭდური მარკეტინგული მასალების გრაფიკული დიზაინის შექმნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა გრაფიკული პროფრამების ცოდნა: illustrator, Photoshop,
  • სასურველია: InDesign, Corel Draw, 3D;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სავალდებულოა საშუალო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კრეატიული/ მარკეტინგული ხედვა;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:
  • კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (შაბათ/კვირა დასვენება)
  • კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გრაფიკოს დიზაინერი. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.