ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოდიზელი ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი-ს პოზიციაზე,  
განაკვეთი: სრული; 
ანაზღაურება: 2000 ლარი; 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

ძირითადი მოვალეობები:  
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო); 
  • სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში; 
  • საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი; 
  • იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჯება, გაფორმება; 
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია; 
  • ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი; 
  • ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან; 
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება, 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი); 
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა;  
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.   
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge   გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.