საწყობის მარაგების მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი ეს ემ სერვისი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019  წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,  ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული; 
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყობში მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და კონტროლი.
  • ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭება და საწყობში განთავსება;
  • ავტოსათადარიგო ნაწილების მოძრაობის შესაბამისი ზედნადებების გამოწერა;
  • მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა;
  • საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და  Excel  პროგრამის ცოდნა;
  • პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ცვლილებთან შეგუების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV  მისამართზე: hr@gsmservice.ge  და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.