ხარჯთაღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმ კონსთრაქშენ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ბლოკ ჯგუფის (www.block.ge) შვილობილი კომპანია ბაუმ ქონსთრაქშენი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 10/12 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით; 
  • ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა; 
  • სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება; 
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა; 
  • დეფექტური აქტების შედგენა; 
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; 
  • შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების, მასალათა და მოწყობილობების სპეციფიკაციის შედგენა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს დოკუმენტები (ოქმი, ხელშეკრულება, პროცედურა, ოფიციალური წერილი და ა. შ.); 
  • წარადგინოს ანგარიშები გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ; 
  • გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შეიმუშაოს რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას; 
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; 
  • არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • MS Office-ის კარგი ცოდნა. (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე); ArchiCAD, AutoCAD; 

უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა; 
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@block.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება   
 
გისურვებთ წარმატებას!