ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი იუსტიციის სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 2793
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, ქართული
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
სსიპ „იუსტიციის სახლი“ აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის, ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.  კონკურსი ცხადდება 1 პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 500 - მდე სერვისს აწვდის. 

თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე -სპეციალისტი თბილისის გლდანის იუსტიციის სახლში

განცხადებების გაკეთების ბოლო ვადაა 18.07.2024
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე