ქსელური მაღაზიებისთვის მერჩენდაიზერი

რუსთავი სრული განაკვეთი იბერია რეფრეშმენტსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7 UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power - ის “  და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში. 
 
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია"  აცხადებს ვაკანსიას, რუსთავში,  ქსელური მაღაზიებისთვის მერჩენდაიზერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  •  მარაგებისა და სტენდების კონტროლი; 
  • ვადების კონტროლი; 
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის დალაგება; 
  • მაღაზიაში მაღალი ხარისხის მერჩენდაიზინგი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  •  სასურველია, სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, მერჩენდაიზინგის მიმართულებით; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • სხარტი აზროვნება. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  •  ანაზღაურება 1000 ლარი;  
  • ქალაქში გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯების უზრუნველყოფა; 
  •  ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი; 
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა; 
 
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " მერჩენდაიზერი რუსთავში “ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). ან, შემდეგ ტელეფონის ნომერზე დაგვიკავშირდით  +995 595091132. 
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 9 აგვისტო, 2024 წელი. 

კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“  თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.