უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორი

მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის პოზიციაზე: 
 სამუშაო ადგილი: თბილისი 
 
ფუნქცია-მოვალეობები:  
  • დაცვის სამსახურის სათვალთვალო მოწყობილობების მონიტორინგი; 
  • მონიტორზე ასახულ, ყოველგვარ სამართალდარღვევასა და დისციპლინარულ გადაცდომაზე დაუყოვნებლივი რეაგირება; 
  • სათვალთვალო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კონკრეტული ობიექტის უსაფრთხოების სამსახურისთვის შეტყობინება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • განათლება - საშუალო განათლება 
  • გამოცდილება - აღნიშნული პროფილით მუშაობის გამოცდილება; 
  • ცოდნა, უნარები  -სასურველია IVMS პროგრამის ცოდნა 

ვაკანსიით დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vakancy@giec.ge    გთხოვთ,  ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება. 

 გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;  
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით;  ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.  
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.