სილამაზის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ლუტეცია
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია'' აცხადებს ვაკანსიას სილამაზის კონსულტანტის პოზიციაზე DIOR-ის გუნდში! 

თქვენ შესაძლოა იყოთ გამოცდილი ექსპერტი ან ახლა იწყებდეთ თქვენს კარიერას.  იცით კანის მოვლის წესები და მზად ხართ გაუზიაროთ თქვენი ცოდნა სხვებსაც. თუ გიყვართ დეკორატიული კოსმეტიკა და მიჰყვებით ახალ ტენდენციებს, შემოუერთდით DIOR- დიდ ოჯახს.

სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი განაკვეთი, კვირაში 5-6 დღე, ცვლების მიხედვით
ანაზღაურება: 900 ლარი + საბონუსე სისტემა (საშუალოდ 1500 ლარი) 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • აწარმოოს და აკონტროლოს სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა;
  • შესთავაზოს ეფექტური, თავაზიანი მომსახურეობა;
  • იცნობდეს მაღაზიაში განთავსებულ ნაწარმს სრულყოფილად
  • იყოს ორიენტირებული მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე,  ინტერიერის წესრიგისა და სისუფთავის დაცვაზე;
  • აკონტროლოს და აღწეროს მარაგები;
  • აკონტროლოს მაღაზიაში ფასების განთავსება და სიზუსტე;
  • აქტიურად იყოს ჩართული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ბრენდის განვითარებაში.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
  • კარგი პრეზენტაციის უნარი;
  • სხარტი გონება და განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნტქუალურობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გაეცნოთ ვაკანსიის აღწერას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე Vacancy@lutecia.ge  "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს განაცხადის განხილვა.