სერვისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გიანთი მოტორს
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
„გიანთი მოტორსი“ დაფუძნდა 2017 წელს და წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების სერვის-ცენტრს, კომპანია დღითი-დღე ფართოვდება და შესაბამისად იზრდება თანამშრომლების რაოდენობაც, ამჯერად ვეძებთ სერვისის მენეჯერ, მოტივირებულ კადრს, რომელიც მზადაა განვითარდეს კომპანიასთან ერთად 

თანამდებობრივი ვალდებულებები:
  • სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
  • სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია;
  • შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ხელოსნისთვის;
  • კოორდინაცია კლიენტებსა და ხელოსნებს შორის;
  • შესასრულებელი სამუშაოს მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოს შესაბამისი საბუთების ფინანსური განყოფილებისთვის მიწოდება; 

უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო დრო: 
  • ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 სთ-მდე
  • შაბათი: 09:00-14:00
  • სამუშაო ადგილი:ლილოს მიმდებარე ტერიტორია

სახელფასო განაკვეთი: ხელზე ასაღები 1500 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.