მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Shota@Rustaveli Boutique Hotel
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;  
  • შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით; 
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა, სიახლეებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარისა და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში; 
  • პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ოპტიმალურ დროში; 
  • სუპერვაიზერის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; 

აუცილებელი მოთხოვნები:  

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებით უზრუნველყოფას; 
  • გრაფიკი: დილის ცვლა 07:30-16:00, საღამოს ცვლა 16:00-00:00, 
  • კვირაში 2 დასვენების დღე; 
  • ფიქსირებული ხელფასი 1000ლ+ბონუსი მაღალ სეზონზე; 
 
 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.