CNC დანადგარის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არ სი ქონსთრაქშენ
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება
კომპანია "არ სი ქონსთრაქშენი" მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზრებზე, კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასახულ მიზნებს. ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა, საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით, საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

"არ სი ქონსთრაქშენი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს CNC დანადგარის სპეციალისტი”

შესასრულებელი სამუშაო:
  • ნახაზების მიხედვით მოცემული დეტალების მიღება,
  • მიღებული დეტალების გაზომვა და შეფასება,
  • CNC დანადგარისთვის ოპტიმალური ოპერირების შერჩევა მასალის სისქიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე,
  • CNC დანადგარისთვის მოვლისთვის და სწორად მუშაობისთვის დადგენილი პროცედურების დაცვა,

პიროვნული თვისებები:
  • შრომის მოყვარე,
  • პუნქტუალური,
  • დისციპლინირებული,
  • სწრაფი,
  • კეთილსინდისიერი,
  • ხელმარჯვე,

ჩვენს რას გთავაზობთ:
  • მეგობრულ გუნდი,
  • კონკურენტული ანაზღაურება,
  • განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო,

ადმინისტრაციული დეტალები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- შაბათი. 09:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@rc.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995  577 73 07 17.