საერთაშორისო ლოჯისტიკის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:
  • შესყიდვების დეპარტამენტის მოთხოვნის დამუშავება საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით;
  • კონტაქტი მომწოდებლებთან;
  • კონტაქტი გადამზიდ კომპანიებთან;
  • სრული დოკუმენტაციის მიწოდება საბაჟო გაფორმების ჯგუფისთვის;
  • საქონლის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი;
  • შესაბამისი რეპორტების მომზადება ხელმძღავნელობისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • უცხო ენების გამართული ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე მუშაობის;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი; 

პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
  • კვება;
  • Fitpass;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!