ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ ელექტრონიქსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
სს ”ელიტ ელექტრონიქსი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:  ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი (დროებითი)
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 
  • ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი.
  • თითოეული ზარის შესაბამისი პროგრამული რეგისტრაცია
  • მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება
  • მომხმარებლის მოსმენა, მათი პრობლემების დეტალური ჩანიშვნა და შემდგომი დაფიქსირება
  • საჭიროების შემთხვევაში კმაყოფილების კვლევის ჩატარება
  • მისამართზე სპეციალისტის ვიზიტის (შეკეთება / მონტაჟი) მოთხოვნის დაფიქსირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@elitelectronics.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!