ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს NewYorker -ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ NewYorker-ს არასოდეს დაუხევია უკან.
სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს Saburtalo City Mall, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს Gldani City Mall.
საქართველოში NewYorker-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.
NewYorker აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისი მოლის ფილიალში:
მოთხოვნები:
- 1C -ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კეთილსინდისიერება;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარე;
- ენერგიული;
- ორგანიზებული;
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
- მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;
- ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურების ცოდნა;
- კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება;
- პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის მომზადება;
- როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;
- პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;
- საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული.
დასვენება : კვირაში 2 დღე
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო ადგილი : დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
- სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ ხელფასს;
- მეგობრულ და გუნდურ სამუშო გარემოს;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
- ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი თბილისი მოლის ფილიალი".
CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.