შპს „ლიდერ სისტემი“ საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას “პრისეილერის” პოზიციაზე
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების დროული ანალიზი;
- წინასწარ დადგენილი მარშუტის მიხედვით გადაადგილება და დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედება;
- მართოს შეხვედრები მიმდინარე კლიენტებთან;
- საბითუმო-საცალო კლიენტების მოძიება და მათთან თანამშორმლობის დაწყება;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა და მუდმივი ყურადღება მის გაუმჯობესებაზე;
- კლიენტთა ბაზის და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
- ბაზრის კვლევის ჩატარება (კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიების ეფექტურობა და ა.შ.)
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
- სასურველია სამშენებლო სფეროსთან/სამშენებლო პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება;
- ენები: სასურველია B2 რუსული/ინგლისური;
- ინტერესი სამშებებლო ბიზნესის მიმართ;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
- კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
- გაყიდვების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები;
- დეტალებზე ფოკუსირება - ხარისხზე და სიზუსტეზე;
ჩვენ გთავაზობთ
- შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
- სამუშაო გრაფიკი: 6 დღე
სამუშაო ადგილი: ბათუმი
- ანაზღაურება ფიქსირებული +ბონუსი (საშუალოდ 2500 ლარი)
- საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
- ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
- ტრენინგებს და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პრისეილერი ბათუმი“
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge