კომპანია „Logistics Group”ი აცხადებს ვაკანსიას, საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობაა კომერციული ტვირთების გადაზიდვა ამერიკის ტერიტორიაზე, კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ლოჯისტიკის სფეროში 2016 წლიდან.
სამუშაოს აღწერილობა;
- დისპეჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
- შეკვეთის დეტალების გადამზიდავი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა;
- მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი და სისტემაში განახლება;
- მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.
სამუშაო გრაფიკი- სრული, კვირაში 5 დღე;
16:00-დან 01:00-მდე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, მინიმუმ B2 დონე.
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- აქტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ანაზღაურება:
- კვალიფიკაციიდან გამომდინარე 1500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)
ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით
დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ მისამართზე: georgianlogisticsgroup@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!