კვალიფიკაციისა და ტრენინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 3000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. 
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს კვალიფიკაციისა და ტრენინგის მენეჯერის პოზიციაზე

ვაკანსია: კვალიფიკაციისა და ტრენინგის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი (ფონიჭალა)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 3000 ლარი + კვარტალური ბონუსი

ჩვენ გავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის პერსონალის სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასალების ცოდნის ბაზის შექმნა;
  • კომპანიის მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო მასალების მოძიება;
  • ინდივიდუალური პროგრამების დაგეგმვა და მათი ხარისხიანად დასრულების გადამოწმება;
  • საგანმანათლებლო და ცოდნის ამაღლების კუთხით ტრენინგების ჩატარება
  • ვიდეოთეკის და ბიბლიოთეკის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია, სამეცნიერო-პედაგოგიური ეკონომიკურ, საინჟინრო ან ბიზნესის სფეროებში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word, MS Powerpoint).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა. 

კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ კვალიფიკაციისა და ტრენინგის მენეჯერი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!