შპს „თერმოინდუსტრია“ რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა–კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.
კომპანია უზრუნველყოფს: დაზღვევას და კვებას.
ძირითადი ფუნქციები
- პროგრამის და სალარო აპარატის ჩართვა, ტერმინალების მწყობრში მოყვანა, საბრუნავი თანხის მომზადება;
- შემოსავლის (თანხის) მიღება ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში: გასავლის ორდერის მიხედვით პროგრამაში გატარება, სალაროს ქვითრის ამოღება, შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა;
- უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომხმარებლის საბანკო ბარათის მიხედვით, შესაბამისი ტერმინალიდან თანხის მოხსნა;
- დღის განმავლობაში რამდენჯერმე სალაროს გადამოწმება, სალარო აპარატის X რეპორტის ამოღება, პროგრამისა და ექსელის ფაილის შესაბამის თანხვედრაში მოყვანა, ტერმინალის ჩეკების გადახედვა;
- ყოველი დღის ბოლოს სალარო აპარატის Z რეპორტის ამოღება,დღის დახურვა, დაჯამება, ყველა ქვითრის შეგროვება, თანხის დათვლა და სეიფში გადატანა.
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური.
- კეთილგანწყობილი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!