შპს გრანთ თორნთონ აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- უძრავი/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა შეფასების საერთაშოორისო სტანდარტების მიხედვით;
- უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება;
- ქონების ინსპექტირება, ფოტოგრაფირება, ინფორმაციის მოძიება;
- ბიზნესის შეფასება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებებით);
- უძრავ/მოძრავი ქონების და ბიზნესის შემფასებლის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- სერთიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ბიზნესის ან/და უძრავი ქონების ან/და მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
- ქართული ენის კარგად ცოდნა. სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭებათ მსხვილ პროექტებზე, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო ან აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
- რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
- პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
- კეთილსინდისიერება, მოწესრიგებულობა;
- პასუხისმგებლობის უნარი, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: Appraiser_ ექსპერტ-შემფასებელი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2024
გისურვებთ წარმატებას!