სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა N 71 შემდეგი პირობებით:
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
- ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
- განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
- სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
- სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
- მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
- გამოცდილება არ არის აუცილებელი;
პიროვნული მახასიათებლები:
- სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
- თავაზიანი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, შეავსოთ მითითებული ლინკი: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_14ccf/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 355 713;
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!