ველნეს კურორტი „ბიოლი“, რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო სტუმრებისა და თანამშრომელთათვის.
- მოახდინოს შენობის რეგულარული პატრულირება და გააკეთოს ყოველდღიური მოხსენებები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.
- მოახდინოს გასაღებების მიღება-გაცემისა და დალუქული გასაღებების კონტროლი.
- ზედამხედველობა გაუწიოს სახანძრო, ვიდეოსამეთვალყურეო, განგაშის სისტემებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობების გამართულად ფუნქციონირებას.
- ზედმიწევნით დაიცვას დაცვის სამსახურის შინაგანაწესი და უზრუნველყოს თანამშრომელთა მხრიდან თვითოეული სამუშაო პროცედურის სწორად შესრულება.
- მოახდინოს სტუმართა კონტროლი და უზრუნველყოს არასასურველი სტუმრების შენობიდან დროული გაყვანა.
- აღმოაჩინოს საფრთხისშემცველი გარემოებები და უზრუნველყოს ყოველგვარი რისკების დროული აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
უნარ–ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@bioli.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის სამსახურის სპეციალისტი.