ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 5 ფილიალს საქართველოს მაშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი გუნდის ახალ წევრებს ეძებს ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
- მომხმარებლებისთვის მითითებების მიცემა
- კლუბში არსებული წესების დაცვის კონტროლი
- მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურიბა;
- დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
- დახვეწილი მეტყველების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ინდივიდულურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა,
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პირობები:
- ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მოქნილი გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს 23:00-დან 08:00მდე (სწავლის და მუშაობის შეთავსება);
- ხელფასი: 700 ლარი ხელზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე : hr@oktopus.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 504 447
კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს.