სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი გუდვილი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
სხვა: სხვა

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში.


ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე


ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სამუშაოების ჩატარება
  • ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობის, სურსათის უვნებლობის, ხარისხის კონტროლი
  • აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორების კონტროლი შესაბამის ვადებში
  • მონაწილეობა ხარისხის სისტემის მენეჯმენტში


ფუნქცია-მოვალეობები:

  • პერსონალის პირადი ჰიგიენისა და კონტაგიოზური დაავადებების სიმპტომების შემოწმება (ყოველი ცვლის დასაწყისში);
  • დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • პროდუქტების მიღებისა და სტანდარტების მიხედვით დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
  • მიღებული პროდუქციის ვადების, ტემპერატურული რეჟიმის, შეფუთვის დაუზიანებლობის შემოწმება;
  • CCP და HACCP-ის გეგმის შესაბამისად ჩანაწერის წარმოება;
  • მიღებული პროდუქციის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება;
  • მზა პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი; შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • დაფიქსირებული დარღვევების (ზეპირი, წერილობითი) რაპორტინგი;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი


სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 40 საათი კვირაში
  • ლოკაცია: თბილისი
  • ანაზღაურება: 1300ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.