უსაფრთხოების ოფიცერი

ყვარელი სრული განაკვეთი სასტუმრო ყვარელი პალასი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
სასტუმრო „ყვარელის ტბა“ გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:
უსაფრთხოების ოფიცერი უზრუნველყოფს სტუმრების, თანამშრომლების  და სასტუმროს ქონების უსაფრთხოებას. პასუხისმგებლობა მოიცავს სასტუმროს ტერიტორიის და სათვალთვალო კამერების  მონიტორინგს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას და სასტუმროს პოლიტიკის აღსრულებას. სტუმრების და თანამშრომლების დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • უსაფრთხოების დეპარტამენტის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; 
  • ნებისმიერი სახის უსაფრთხოების წესის დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღება პრობლემის აღმოფხვრის მიზნით; 
  • კამერებთან მუშაობა სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით;
  • სასტუმროს ტერიტორიის კონტროლი;
  • ვიზიტორების, მანქანებისა და გასაღების რეგისტრირება; 
  • თანამშრომლების და სტურების ყველა წესის დაცვით შესვლა/გასვლის მონიტორინგი სასტუმროს ტერიტორიაზე;კვალიფიკაცია:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
  • სასურველია კამერებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ - ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემის გადაჭრის  უნარი; 
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას.