„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტრანსპორტის დისპეტჩერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა
ანაზღაურება: 2000 ლარი NET
გრაფიკი სრული: ორშაბათი - პარასკევი / 09:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის კუთვნილი მანქანა-მექანიზმების ეფექტური კოორდინირება;
- შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით მიღება/გადაბარება;
- სატრანსპორტო საშულებების დაზიანების შემთხვევაში მისი მიღება და დელეგირება;
- სატრანსპორტო საშულებებისა და ტექნიკის ეფექტური და ოპერატიული გადანაწილება;
- სამსახურში არსებული მარშრუტების დაგეგმვა და კონტროლი;
- სატრანსპორტო საშულებებს შორის მოცდენის შემთხვევაში შემთხვევების შესწავლა და მონიტორინგი;
- ტრანსპორტის ადგილმდებარეობის GPS სისტემით კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სასურველია სატრანსპორტო მიმართულებით;
- სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მანქანა–მექანიზმების ექსპლუატაციის წესების საფუძვლიანი ცოდნა;
- ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2024 წლის 3 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.