Travel Bee აცხადებს ვაკანსიას ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში
"Travel Bee " არის ტურისტული კომპანია , სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მომსახურება გამყვანი, შემომყვანი ტურიზმის, ავიაბილეთების და სავიზო მხარდაჭერის მიმართულებით
ტურიზმის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება
- პარტნიორ ტუროპერატორებთან კომუნიკაცია
- ტურისტული პაკეტების (პაკეტური ტურები, ავიაბილეთები, სასტუმრო, ტრანსფერი ) შედგენა/რეზერვაცია/რეალიზაცია
- მომხმარებლისთვის ინვოისების მომზადება და რეპორტინგი
- ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების გაკეთება და კონტროლი (გიდი , სასტუმრო , ტრასნეფერები და ა.შ )
- ემაილინგის გაკეთება პოტენციურ ახალ პარტნიორებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ქართული , რუსული და ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (word / excel )
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
- საქართველოს გეოგრაფიის ცოდნა
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ქართული , რუსული ენის ფლობა
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 და შაბათი: 11:00-14:00 მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლ + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@travelbee.ge და დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიცია " ტურისტული მენეჯერი "