თერა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურისტი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
- სასამართლო წარმომადგენლობა;
- კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
- წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
- იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
- სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
- პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
- ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები:
- პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
- პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-15:00;
დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: t.ananidze@teramotors.ge