საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული,10:00სთ-დან 18:00სთ-მდე
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა;
- არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება;
- სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა (საკომუნიკაციო გეგმის გაწერა დროში და ბიუჯეტში);
- სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
- გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
- პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
- სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;
სავალდებულო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა;
- Fitpass;
- კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
- ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.