სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
,,დეილის“ შვილობილი ბრენდისთვის: ,,ჩვეული“ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
,,დეილის“ შვილობილი ბრენდისთვის: ,,ჩვეული“ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ.გორში, სოფ. კარალეთი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
- ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
- განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის შესყიდვის უზრუნველუოფა;
- პროდუქციის შეკვეთების ფორმის მომზადება;
- მაღაზიაში პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების კონტროლი;
- მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;
- პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- ყურადღებიანი და თავაზიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ);
- სამუშაო ადგილი: სოფ. მუხრანი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შეავსოთ განაცხადი მითითებულ ლინკზე: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_14ccf/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558355713;
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!