სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მიმართულებით.
რატომ დასაქმება „ბაუში“?
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
განცხადებების მიღების საბოლო ვადაა 25 სექტემბერი
რატომ დასაქმება „ბაუში“?
- ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
- ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
- ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.
- ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
- გამოცდების ჩატარების წესის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;
- სასწავლო პროცესის მენეჯერთან ერთად, საგამოცდო ცხრილის შედგენა; შაულედური/ბლოკის, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
- აკადემიური პერსონალის გადამზადება ელექტრონული მართვის სისტემის (KEYPS) საგამოცდო ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- სასწავლო კურსების პედაგოგებისგან საგამოცდო საკითხების ნიმუშების, ტესტებისა და ბილეთების გამოთხოვა;
- გამოთხოვილი საგამოცდო მასალის დამუშავება და ელექტრონული მართვის სისტემისათვის შესაბამის ფორმატში მოყვანა;
- შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით, საგამოცდო მასალის ბეჭდვითი მასალის მომზადება;
- გამოცდის დაწყებამდე, სტუდენტებისათვის საგამოცდო პირობებისა და ქცევის წესების გაცნობა;
- საგამოცდო პროცესზე დაკვირვება;
- შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებების განხილვა და მასზე რეაგირება;
- სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
- უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/სტომატოლოგია/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
განცხადებების მიღების საბოლო ვადაა 25 სექტემბერი