კომპანია სელბაი ლიმითედი, რომელიც წარმოადგენს შესყიდვების და ლოჯისტიკის მართვის აუთსორს კომპანიას, აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო ტენდერებზე მომუშავე საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150 ;
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- სახელმწიფო და კერძო ტენდერების დამუშავება, ბიუჯეტის შედგენა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- კლიენტების მოძიება, პოტენციურ კლიენტთა ბაზის ორგანიზება, მისი მენეჯმენტი და მუდმივი განახლება;
- პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქციის შეთავაზება, კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
- შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
- ბაზრის მუდმივი კვლევა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
- შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
- შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის, ელექტრონიკის ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
- სახელმწიფო ტენდერებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სწრაფი ათვისების უნარი;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
- პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
- პასუხისმგებლობა მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი “. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ჯორჯიან მანგანეზი გისურვებთ წარმატებებს!