უძრავი ქონების ლიდერი კომპანია ჯეო რეალტორი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის / უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
ეს პროფესია როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, რადგან, ვყიდით და ვაქირავებთ ყველაზე ძვირფას პროდუქტს მსოფლიოში - უძრავ ქონებას. ვეძებთ კომუნიკაბელურ, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანებს გამოუცდელ კადრებს, პროფესიას შევასწავლით ადგილზე, და დავასაქმებთ ჩვენს ოფისში. ვისაც სურს ბევრი ფულის შოვნა ეს პროფესია მისთვისაა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ ანაზღაურებას (მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ყოველი წარმატებულად შესრულებული საქმიდან საკომისიოს 50%) საშუალოდ 1500 დან 15000 ლარამდე მაგრამ ბევრად მეტის გამომუშავებაც შეიძლება.
- ოფისის მეგობრულ გარემოს და კარიერულ წინსვლას.
- ტრენინგებს
- მძღოლის მომსახურებას (კომპანიას ჰყავს საკუთარი ავტომობილები).
- ყველანაირი ხარჯი, რაც დაკავშირებულია განცხადებების განთავსებასთან, გადახდილი იქნება კომპანიის მიერ.
- გადმოგეცემათ კორპორატიული სმართფონი და ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ ულიმიტო სასაუბრო.
სამუშაო გრაფიკი: 11:00-დან 19:00-მდე. (კვირაში ერთი დღე დასვენება, ირჩევთ თქვენთვითონ)
ყოველთვიურად წარმატებულ კადრებს ვუშვებთ სხვადასხვა ტურებში.
კომპანიას ჰყავს საკუთარი უამრავი კლიენტი რომელსაც აბარებს აგენტს. შესაბამისად უძრავი ქონების აგენტს საკუთარ კლიენტებთან ერთად ეყოლება უამრავი, კომპანიის მიერ ჩაბარებული, კლიენტი. (სხვა არცერთ კომპანიაში არ ჩაგაბარებენ საკუთარ კლიენტებს)
ჩვენ რამდენ პრივილეგიასაც გთავაზობთ ამდენს ვერ შემოგთავაზებთ ვერცერთი ქართული უძრავი ქონების სააგენტო. ამიტომ, გააკეთეთ სწორი არჩევანი და აირჩიეთ „ჯეო რეალტორი“. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: georealtor01@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 144 144