კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას   კლიენტთა  მომსახურების  მენეჯერის  პოზიციაზე 

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას  პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე. 

პროკრედიტ ბანკ საქართველოს,  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

მოვალეობები:
  • კლიენტების სწრაფი, ეფექტური  და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტის  საჭიროების გაანალიზება და მათზე მორგებული საბანკო სერვისების  შეთავაზება;
  • საბანკო ოპერაციების, მათ შორის სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სერვის პუნქტის საორგანიზაციო  და ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა; 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი;

პიროვნული თვისებები:
  • მოტივირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით  “კლიენტთა მომსახურები  მენეჯერი  ” შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20/11/2024

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ  იხილეთ www.procreditbank.ge).
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:  geo.hr.recruiting@procredit-group.com

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com